ახალი ამბები

მერიამ გლდანსა და სამგორში გარემოვაჭრეთა კონსტრუქციები აიღო

3 მაისი, 2022 • 625
მერიამ გლდანსა და სამგორში გარემოვაჭრეთა კონსტრუქციები აიღო

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაიტანეს.

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

„სამგორისა და ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.

გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებს თბილისის მერია.

მანამდე მერიამ გარემოვაჭრეთა კონსტრუქციები მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი