ახალი ამბები

ოდესაში სარაკეტო იერიშს 13 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა – მედია

2 მაისი, 2022 •
ოდესაში სარაკეტო იერიშს 13 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში სარაკეტო იერიშს ორი მოზარდი – 13 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Suspilne ასევე იუწყება, რომ განადგურდა რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიაც.

მანამდე ოდესის ოლქის გუბერნატორმა,  მაქსიმ მარჩენკომ დაწერა, რომ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამ ეტაპისთვის ზუსტი რაოდენობა უცნობია.

[მასალა განახლდება]

ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – გუბერნატორი

მასალების გადაბეჭდვის წესი