რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული მელიტოპოლიდან სასოფლო- სამეურნეო აღჭურვილობა, მათ შორის ტრაქტორები მოიპარეს და მათი ნაწილი ჩეჩნეთში გადაიტანეს, თუმცა ტექნიკის გამოყენებას ვერ შეძლებენ.
მოპარული სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ინფორმაციას უკრაინელ ბიზნესმენზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადატანის შემდეგ, ტრაქტორების გამოყენება, რომელიც John Deere-ს სადგომიდან მოიპარეს, შეუძლებელი გახდა, რადგან ისინი დისტანციურად დაიბლოკა.
თანამედროვე ტრაქტორების უმეტესობა კომპიუტერული მართვის სისტემებს იყენებს, რომლის კონტროლიც მეპატრონეს დისტანციურად შეუძლია.
CNN-ის თანახმად, ტრაქტორების მოპარვის ოპერაცია კარგად ორგანიზებული იყო და ჩეჩნეთში გადასატანად სამხედრო- სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენეს.
წყაროს თანახმად, ტექნიკის ნაწილი ამჟამად ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან ახლოსაა და „როგორც ჩანს, ქურდები ახლა სისტემის გატეხვას ცდილობენ“.