უკრაინის შეიარაღბული ძალების განცხადებით, შავ ზღვაში მდებარე კულძულ ზმეინთან „რაპტორის“ ტიპის ორი რუსული საპატრულო კატერი გაანადგურეს.

როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, უკრაინულმა ძალებმა რუსული კატერების გასანადგურებლად „ბაირაქტარის“ საბრძოლო დრონები გამოიყენებს:

„კუნძულ ზმეინთან ორი რუსული „რაპტორის“ ტიპის კატერი გავანადგურეთ. ბაირაქტარი მუშაობს“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალები „ტელეგრამ“ არხში.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.