ახალი ამბები

ხერსონში ოსური ბანკი ამუშავდება – საოკუპაციო ადმინისტრაცია

30 აპრილი, 2022 •
ხერსონში ოსური ბანკი ამუშავდება – საოკუპაციო ადმინისტრაცია

ხერსონის ოლქში, რომელსაც ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაფუძნებული ბანკი, „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი“ (Международный расчетный банк) – დაიწყებს მუშაობას.

ინფორმაცია ამის შესახებ ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერზე, ვოლოდიმირ სალდოზე დაყრდნობით, რუსული Ria Novosti ავრცელებს.

სალდოს განცხადებით, ამჟამად ოკუპირებულ ხერსონში პენსიონერები და სხვა მოქალაქეები თანხას უკრაინულ ჰრივნებში, საკუთარ ბარათებზე ჩარიცხვით იღებენ, თუმცა მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ბარათების გამოყენება აღარ ხდება. მისი განცხადებით, ამ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში რეგიონში მუშაობას დაიწყებს საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი დაიწყებს, რომელიც მოსახლეობას საბანკო ბარათებისა და ნაღდი ფულით გადახდის სისტემებს შესთავაზებს.

მისივე თქმით, ბანკს უკვე აქვს მუშაობის ნებართვა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებში მუშაობის გამოცდილება.

ოკუპირებულ ხერსონში უკვე მიიღეს რუსული რუბლის გამოყენების გადაწყვეტილებაც.

ხერსონი უკრაინის სამხრეთით მდებარეობს. იგი რუსული კონტროლქვეშ ომის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ რუსეთი ხერსონში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მსგავსი სუბიექტის შექმნას გეგმავს, ან სულაც მის მიერთებას.

ოლქში პერიოდულად იმართება ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები.

ფოტო გარეკანზე: ალექსეი ხოროშილოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი