თიბისის პროგრამა მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“  იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები  ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი. 

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან. 

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course