ახალი ამბები

2021 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 80 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა

29 აპრილი, 2022 • 2902
2021 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 80 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ.

იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდა 39 526 მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2021 წელს საქართველო დატოვა უცხო ქვეყნის 19 568-მა მოქალაქემ. ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 34 433 უცხოელი.

ამ წელს ქვეყანაში შემოვიდა მოქალაქეობის არმქონე 49 პირი, ხოლო ქვეყნიდან გავიდა 55.

2021 წელს ემიგრანტების საერთო რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი