გუტერეშის ვიზიტისას კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იუწყება, რომ დღეს, 28 აპრილს, როდესაც კიევში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში იმყოფებოდა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

„წინა დღეს იგი [გუტერეში] გრძელ მაგიდას უჯდა კრემლში, დღეს კი მის თავზე აფეთქებები მოხდა. ღია ბარათი მოსკოვიდან? გამახსენეთ, რატომ არის რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში“? – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

Missile strikes in the downtown of Kyiv during the official visit of @antonioguterres. The day before he was sitting at a long table in the Kremlin, and today explosions are above his head. Postcard from Moscow? Recall why 🇷🇺 still takes a seat on the UN Security Council?

— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 28, 2022

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კიევში დღეს ჩავიდა,  რამდენიმე ადგილი მოინახულა, შემდეგ კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.