ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ომში გამარჯვება უკრაინას დარჩება და ის მარტო არ არის ამ ბრძოლაში.
მან ამის შესახებ ტვიტერის უკრაინულ პოსტში განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
„თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად, გვერდიგვერდ ვდგავართ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელი უკრაინაში დღეს ჩავიდა. მანამდე დასახლება ბოროდიანკა მოინახულა, სადაც, უკრაინული მხარის თანახმად, მსგავსად ბუჩისა, რუსებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
უკრაინაში ომი 56-ე დღეა მიმდინარეობს.