ახალი ამბები

რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო — უკრაინა

19 აპრილი, 2022 • 4071
რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო — უკრაინა

რუსეთმა დონბასის ოლქში ომის ახალი ფაზა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ავრცელებენ.

„ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ ბრძოლაზეა მომართული“, — განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მიმართვაში.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან, კიევის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან — დონბასის რეგიონის და სამხრეთიდან — ყირიმის ნახევარკუნძულიდან. კიევის აღების რამდენიმეკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსული არმია მთლიანად გავიდა კიევის ოლქიდან ბელორუსის მიმართულებით და ძალების კონცენტრაცია და გადაჯგუფება დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, საიდანაც ახლა უტევს დონბასის რეგიონს.

ომს ამ დრომდე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი