ითხვისის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 30 წლის ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ადგილზე მოკვლევას შრომის ინსპექციის და პროფკავშირების წარმომადგენლები ატარებენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიებაც.

“[გამოძიების პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.