„ჩიხში დავბრუნდით“ — პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმების „გარკვეულ დონეს“ მიაღწიეს, საიდანაც უკრაინულმა მხარემ შემდეგ უკან დაიხია.

„ჩვენ გავედით შეთანხმებების გარკვეულ დონეზე სტამბოლში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები — და უკრაინული მხარე თავისთვის უსაფრთხოების ძალიან მკაცრ გარანტიებზე აწარმოებს მოლაპარაკებას — არ გავრცელდებოდა ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ტერიტორიაზე. შემდეგ ჩვენ გადავდგით ნაბიჯები შეთანხმებისთვის პირობების შესაქმნელად. სანაცვლოდ წავაწყდით ბუჩაში პროვოკაციას და, რაც მთავარია, უკრაინულმა მხარემ უკან დაიხია სტამბოლის შეთანხმებებიდან“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, საუბარია იმის შესახებ, რომ „ახლა უსაფრთხოების გარანტიებია ერთია, ხოლო ყირიმთან, სევასტოპოლთან და დონბასთან დაკავშირებით ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებების ფარგლებიდან ამოღებულია“.

„ანუ, ჩვენ კვლავ დავბრუნდით ყველასთვის ჩიხურ სიტუაციაში… მართალია, მითხრეს, რომ წუხელ უკრაინულმა მხარემ ისევ რაღაც შეცვალა — ჯერ არ ვიცი, რა. მაგრამ ჯერჯერობით, ფუნდამენტურ საკითხებში შეუსაბამობა გარკვეულ სირთულეებს ქმნის მოლაპარაკებების გზაზე ყველასთვის მისაღები საბოლოო შეთანხმებების მიღწევაში. სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ სრულად არ დასრულდება და არ გადაიჭრება ამოცანები, რომლებიც ამ ოპერაციის დასაწყისში იყო დასახული“, — განაცხადა პუტინმა.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირისპირ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი თურქეთში 29 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა: