მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მიმოსვლა სრულად აღდგა.
მანამდე მატარებლები არ გადაადგილდებოდნენ სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით და პირიქით.
შესაბამისად, მატარებელი არ ემსახურებოდა სადგურის მოედანი 1-ის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, თავისუფლების, ავლაბრის, 300 არაგველის, ისნის, სამგორისა და ვარკეთილის სადგურებს.
შეფერხების მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მისი გადაყვანა გახდა საჭირო დასაყოვნებელ ჩიხში.








