ახალი ამბები

ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მეტრო არ მუშაობს

12 აპრილი, 2022 • 1675
ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მეტრო არ მუშაობს

თბილისში მეტრო შეფერხებით მუშაობს. ამ დრომდე მატარებლები არ გადაადგილდება სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით და პირიქით.

შესაბამისად, მატარებელი არ ემსახურება სადგურის მოედანი 1-ის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, თავისუფლების, ავლაბრის, 300 არაგველის, ისნის, სამგორისა და ვარკეთილის სადგურებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება მეტროს მუშაობა.

შეფერხების მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც მისი დასაყოვნებელ ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი