აჭარაში დამხრჩვალი ბავშვების ცხედრები იპოვეს

სოფელ წონიარისში, (ქედა) მომხდარი უბედური შემთხვევისას მდინარე ჭოროხში დაღუპული 14 წლის ლაშა სურმანიძის ცხედარი ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ დაახლოებით დღის სამ საათზე იპოვა. სამაშველო სამსახური ბავშვს ექვსი დღე ეძებდა. ბავშვის გვამი აჭარისწყლის მონაკვეთზე იპოვეს.

 

13 მარტს წონიარისის ხიდზე, ლაშასთან ერთად ჭოროხში მისი დეიდაშვილი 21 წლის ნონა ბერიძე ჩავარდა და დაიხრჩო, გოგონას ცხედარი სამაშველო სამსახურმა მეორე დღესვე იპოვა. მეორე ბავშვის ცხედრის ძებნას კი ხელი უამინდობამ შეუშალა.