საპარლამენტო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეარჩია და შესაბამისი სია პარლამენტს გაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე 7 აპრილს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შერჩეულნი არიან:
საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. საბოლოოდ უნდა შეარჩიონ 3 წევრი, ვინაიდან ვადა ეწურება საბჭოს ამდენივე მოქმედ წევრს:
საბჭოს წევრობის იმ მსურველებს შორის, რომელთა კანდიდატურებიც საპარლამენტო კომისიამ შეარჩია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ვასილ მაღლაფერიძეა.
7 აპრილს, საბჭოს წევრთა შესარჩევ სხდომაზე, მაღლაფერიძემ “სრული აბსურდი” უწოდა ინფორმაციას ე.წ. შავი სიების არსებობაზე, რომელთა შესახებაც ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.
“ეს არის აბსურდი” — მაღლაფერიძე სამზაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე