ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს წარადგენს, რაც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის და რუსული გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ენერგეტიკაზე.
„რუსეთის ფინანსური სისტემის შემდგომი დასუსტების მიზნით“ სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ოთხი რუსული ბანკისთვის ტრანზაქციის სრულ აკრძალვას, მათ შორისაა: VTB, Sberbank და Gazprombank.
სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსული კომპანიებისთვის ევროკავშირის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვას, სანქციები შეეხებათ ინდივიდებსაც.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, სანქციების მეხუთე პაკეტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ ეტაპზე რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა არსებობდეს.
ევროკომიიის მიერ წარდენილი სანქციები ევროკავშირში შემავალმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.