უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ორ გენერალს, რომლებიც მოღალატეები აღმოჩნდნენ, სამხედრო წოდებები ჩამოართვეს.
„დღეს ანტიგმირების შესახებ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ – ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს პასუხი ვაგებინოთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა მათგანი დაისჯება. ამიტომაც, უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ნაუმოვი და უშიშროების სამსახურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ხერსონის ოლქში, სერგეი კრივორუჩკო აღარ არიან გენერლები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, ის პირები, რომლებიც „ვერ არჩევენ, თუ რომელია მათი სამშობლო“, აუცილებლად განთავისუფლდებიან მაღალი სამხედრო წოდებებისგან.
უკრაინაში ომი 37-ე დღეა მიმდინარეობს.
ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა ვერ შეძლო ომის დაწყებისას დასახული მიზნის, უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებისა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება.
უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს.
მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებებიც, თუმცა დასავლეთის ქვეყნების ნაწილის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებს საკუთარი არმიის გადაწყობისთვის იყენებს და რეალურად არ სურს კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულება.








