აშშ უკრაინას 500 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკისTwitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერას, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტს და მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის.

Just finished an hour-long conversation with @POTUS. Shared assessment of the situation on the battlefield and at the negotiating table. Talked about specific defensive support, a new package of enhanced sanctions, macro-financial and humanitarian aid.

— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 30, 2022

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი შეეხო შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიმდინარე სამუშაოს. ასევე, დამატებითი საჭიროებების გამოვლენას. ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები უკრაინის ძირითდი უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აცნობა უკრაინელ კოლეგას, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინის მთავრობას გამოუყოს 500 მილიონი დოლარი, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით. მან ასევე განიხილა გასულ კვირაში გამოცხადებული დამატებითი სანქციები და ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ.