ვარკეთილში გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვარკეთილში ერთ-ერთ გაზსგასამართ სადგურზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

ადგილზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.