ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, თბილისის აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

27 მარტი, 2022 • 4830
შსს-ს ცნობით, თბილისის აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

თბილისში საწვავის ფასების გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 20 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას მოჰყვა. ამ დროისთვის გმირთა მოედანზე მოძრაობა აღდგენილია.

დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისსა და ქუთაისში საწვავების ფასების წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქციების მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ის გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა.

საწვავის ფასი 4 ლარს გადასცდა – ისტორიული მაქსიმუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი