რუსული ენერგიის იმპორტის შემცირების კუთხით პროგრესი გვაქვს – გერმანიის ფინანსთა მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის შემცირების კუთხით გერმანიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ჰაბეკმა განაცხადა, რომ:

„პირველი მნიშვნელოვანი ეტაპები, რაც რუსული იმპორტისაგან გაგვათავისუფლებს, მიღწეულია“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ამ ზაფხულისთვის რუსული გაზის იმპორტის წილი 24%-მდე შემცირდება, თუმცა, მისი თქმითვე, შესაძლოა, გერმანიას, – ევროპის უდიდეს ეკონომიკას, – 2024 წლის ზაფხულამდე დასჭირდეს, რომ სრულად გათავისუფლდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისაგან.

მინისტრ ჰაბეკის განცხადებით, ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას მთავრობების, შტატების, მუნიციპალიტეტების, კომპანიებისა და მომხმარებლების მხრიდან.


25 მარტსვე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ თხევადი გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რითიც შემცირდება ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე.

ვრცლად: