ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბრიტანული მხარის თქმით, უკრაინული მხარის კონტრშეტევებმა და რუსული ძალების მომარაგების ჯაჭვის სისუსტემ შესაძლებლობა მისცა კიევს, მოეხდინა ქალაქების გათავისუფლება და თავდაცვითი პოზიციების დაკავება კიევის აღმოსავლეთით 35 კილომეტრის რადიუსში.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინული მხარე, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსული ძალების განდევნას კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით გოსტომელის აეროდრომის მიმართულებით.
ბრიტანული მხარის განცხადებით, უკრაინის სამხრეთით რუსული ძალები კვლავ ცდილობენ მიკოლაივის გვერდის ავლას და ოდესის მიმართულებით სვლას, რასაც აფერხებს უკრაინელთა წინააღმდეგობა და ლოჯისტიკური პრობლემები.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 25 March 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/shZZIe6cBq
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/gdCRYuQvvp
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) March 25, 2022
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
