იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება ერთი წლით გაუგრძელეს

ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს.

ალიანსმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

იგი ამ თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბერამდე დარჩება.

სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2014 წლის ოქტომბერში დაინიშნა.