კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქ ირპინს თითქმის სრულად აკონტროლებს უკრაინული მხარე.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირპინი 12 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ კიევიდან.
მანამდე, რუსები აკონტროლებდნენ ირპინის დაახლოებით 70-80 პროცენტს.
კლიჩკოს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მოწინააღმდეგეს ჩაუშალა კიევის ალყაში მოქცევის გეგმა.
ომის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, რუსული საოკუპაციო ჯარები კიევის ბლოკადას ცდილობდნენ.