კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი – 22 მარტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი და ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.78%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 25 013, საიდანაც 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 16 678 პირი ემსხვერპლა,  ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.