დღეს, 20 მარტს, ახალციხეში „ალტ-ინფოს“ პარტიის, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

ოფისის გახსნას აქციის მონაწილეებს და პრორუსული პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირსპირება მოჰყვა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აქციის მონაწილეები პრორუსილი პარტიის გახსნას ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობნდნენ, რომ „დღეს თუ არა, ხვალ იძულებულები გახდებიან, რომ ახალციხიდან წავიდნენ“.

„არა რუსეთს! არა მკვლელს! არა იმ ოკუპანტს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ახალციხე პირველი ქალაქი არაა, სადაც „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტეს. ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

რა ფულით ქირაობს ალტ-ინფოს პარტია ოფისებს