უკრაინაში რუსეთის ომის გამო 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

ამასთან, გაეროს ლტოლვითა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 3,389,044 უკრაინელმა დატოვა. მათივე ცნობით,  მათ შოირს 90% ქალი და ბავშვია.

Unicef-მა, განაცხადა, რომ 1,5 მილიონზე მეტი ბავშვია მათ შორის, ვინც გაიქცა საზღვარგარეთ და ხაზი გაუსვა,  რომ მათ  ადამიანებით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკი ემუქრებათ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.