კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი – 17 მარტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 831 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.54%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 29 029, საიდანაც 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 16 612 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.