გაეროს სასამართლომ რუსეთს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.

ორი მოსამართლე, რომელმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არიან.

ICJ-ის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ კონტროლირებულმა ნებისმიერმა სამხედრო ან არარეგულარულმა შეიარაღებულმა დანაყოფმა არ გადადგას ნაბიჯის სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად; ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება გააუარესოს დავა ან გაართულოს მისი მოგვარება.

ამასთან, მოსამართლეებმა უარი თქვეს, დაევალდებულებინათ რუსეთი პროგრესის შესახებ ანგარიშის წარმოდგენით, რისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები რუსეთს ისედაც გააჩნია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს უკრაინის “სრული გამარჯვებაა” და თქვა, რომ თუ რუსეთი უგულებელყოფს ბრძანებას, ის კიდევ უფრო იზოლირებული იქნება.

Ukraine gained a complete victory in its case against Russia at the International Court of Justice. The ICJ ordered to immediately stop the invasion. The order is binding under international law. Russia must comply immediately. Ignoring the order will isolate Russia even further

— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 16, 2022

ეს არის დროებითი ღონისძიება საქმეზე „უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.