ახალი ამბები

დონბასელი მებრძოლების ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან — უკრაინა

16 მარტი, 2022 •
დონბასელი მებრძოლების ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან — უკრაინა

უკრაინული მხარის თანახმად, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული, რუსეთის მიერ მართული რესპუბლიკების მებრძოლების ოჯახებს, მათი დაღუპვის შემთხვევაში, კომპენსაციას არ უხდიან.

ოჯახები კომპენსაციას ვერ იღებენ იმ შემთხვევაშიც, თუ მებრძოლებს, მათ შორის, აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახები 12 მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციას მიიღებდნენ, რაც 100 000 აშშ დოლარზე მეტია.

ომის დაწყებისას რუსეთი აცხადებდა, რომ იცავდა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოსახლეობას და უკრაინაში, ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზებისთვის, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა.

როგორც წესი, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში შესაბამისი, სპეციალური დანიშნულების რაზმები მონაწილეობენ და ოპერაცია სწრაფად სრულდება.

მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივას ბრძოლებში მოხალისეებისა და უცხოელი მებრძოლების ჩართვასთან დაკავშირებით.

უკრაინაში ომი უკვე 21 დღეა, რაც მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი