უკრაინელი აქტივისტის, არტემ კოსტიუჩენკოს ცნობით, რუსებმა გაიტაცეს ქალაქ სკადოვსკის მერი, ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სკადოვსკში მერისა და მისი მოადგილის გატაცების გასაპროტესტებლად აქციაც გაიმართა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მანამდე გაიტაცეს მელიტოპოლის მერი, რომელმაც უარი განაცხადა მათთან თანამშრომლობაზე.