კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი — 16 მარტი

კორონავირუსით ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 19 101 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.16%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე — 12.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 9.41%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 989, საიდანაც 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 518, აჭარაში – 67, იმერეთში – 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 154, აჭარაში – 43, იმერეთში – 52. 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.