ახალი ამბები

უკრაინასთან ომისთვის რუსეთში 400 სირიელი ჩავიდა – კიევი

14 მარტი, 2022 •
უკრაინასთან ომისთვის რუსეთში 400 სირიელი ჩავიდა – კიევი

უკრაინული მხარის თანახმად, სირიაში უკვე გაიხსნა რეკრუტირების ცენტრები, სადაც მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად წასასვლელად ამზადებენ.

კიევის ცნობით, ბოლო დღეებში, უკრაინაში საომრად ამ ცენტრებში 1000-ზე მეტი ადამიანი შეარჩიეს, რომელთაგანაც 400 უკვე ჩავიდა რუსეთის ფედერაციაში.

„რუსეთში როსტოვისა და ბელარუსში გომელის ოლქებში უკვე მოეწყო მათთვის ბანაკები“, – აცხადებს კიევი.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 11 მარტს დაეთანხმა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინიციატივას, რომ ომში მოხალისეები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან ჩართულიყვნენ.

ომი უკრაინაში მე-19 დღეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი