„ღიად გამოხატეთ მზაობა უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად“ – NGO-ები მთავრობას

10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ღიად გამოხატოს ნება და მზაობა უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისთვის და მიიღოს ქმედითი ზომები მათ მისაღებად.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უკრაინიდან ლტოლვილების შემოსვლის ტენდენცია საქართველოშიც ჩანს.

„ჩვენი დაკვირვებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თავშესაფრის მოძიებას ძირითადად ის უკრაინელები ცდილობენ, ვისაც საქართველოსთან ნათესაური, საოჯახო ან სხვა მყარი კავშირები აქვთ“.

თუმცა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანახმად, ამ რეალობის მიუხედავად, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პროაქტიული ნაბიჯები ლტოლვილების უკრაინიდან ორგანიზებული გამოყვანისა და შემდგომში უკვე საქართველოში მათი სათანადო და რეალური მხარდაჭერის მიზნით.

„უფრო მეტიც, საქართველოში რჩება ათასობით უკრაინელი ტურისტი, რომელმაც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო დაბრუნება ვერ მოახერხა და ისინი ასევე გადაუდებელი სოციალური მხარდაჭერის წინაშე დგანან“, – წერია 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს განცდილი რუსული სამხედრო აგრესია და ომთან დაკავშირებული უმძიმესი დანაკარგები, უნდა იყოს პირველი იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც დღეს მეგობარ ქვეყანას სთავაზობენ რეალურ მხარდაჭერას, მათ შორის, ლტოლვილების მიღების სახით. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოაწესრიგოს ლტოლვილების მიღების პოლიტიკა და შექმნას მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი, განათლების, ჰუმანიტარული, ფსიქო-სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის პირობები იმ დრომდე, სანამ ისინი შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში“, – აცხადებენ ორგანიზაციები

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:


მიუხედავად საქართველოს მთავრობის ცალკეული ლიდერის განცხადებისა, რომ ქვეყანა მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს უკრაინას მათ შორის ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც, ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე გეგმა, ან მიმართა თუ არა თბილისმა კიევს შესაბამისი შეთავაზებით. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

გირჩევთ ვრცლად: