ახალი ამბები

უკრაინის თანახმად, გაანადგურეს 200 ერთეულისგან შემდგარი რუსული კოლონა

14 მარტი, 2022 •
უკრაინის თანახმად, გაანადგურეს 200 ერთეულისგან შემდგარი რუსული კოლონა

უკრაინული მხარის თანახმად, მელიტოპოლში, რომელსაც ახლა რუსი აგრესორები აკონტროლებენ, 200 საბრძოლო, სატრანსპორტო და სატვირთო მანქანისაგან შემდგარი რუსული კოლონა გაანადგურეს.

„ეს არის საუკეთესო საჩუქარი. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!“, – წერია მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებაში, რომელიც მან ტელეგრამით გაავრცელა.

მელიტოპოლი ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს.

უკრაინაში ომი მე-19 დღეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი