ახალი ამბები

პუტინმა ФСБ-ს ორი მაღალჩინოსანი შინაპატიმრობაში გადაიყვანა – ჟურნალისტი

11 მარტი, 2022 •
პუტინმა ФСБ-ს ორი მაღალჩინოსანი შინაპატიმრობაში გადაიყვანა – ჟურნალისტი

რუსი ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პუტინმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი- მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა და მისი მოადგილე, ანატოლი ბოლუხი- შინაპატიმრობაში გადაიყვანა.

სოლდატოვის თანახმად, პუტინი უკმაყოფილოა ФСБ-ს უკრაინაში მუშაობით. რუსეთის შესბამის სამსხურებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება „ბელინგქეთის“ (bellingcat) აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი წერს, რომ თუ ეს ამბავი დადასტურდება, მნიშვნელოვან ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. მისი თქმით, ბესედა იყო ადამიანი, რომელიც უკრაინაზე სადაზვერვო საქმიანობაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო ბოლუხი- დეზინფორმაციის კამპანიაზე. გროზევი ვარაუდობს, რომ სწორედ ბესედა შეიყვანდა შეცდომაში პუტინს, რომ უკრაინის მოსახლეობა “განმათავისუფლებლებს” სიხარულით ელოდა, რაც ასე არ აღმოჩნდა.

უკრაინაში ომი უკვე მე-16 დღეა მიმდინარეობს. რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს ბლიცკრიგის განხორციელება. უკრაინუნლი მხარის თანახმად, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი