რუსეთი ევრაზიულ კავშირში ხორბლისა და შაქრის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი ევრაზიული კავშირის ქვეყნებში დროებით კრძალავს ხორბლის, ჭვავის, ქერის, სიმინდისა და შაქრის ექსპორტს.

ინფორმაციას TASS ავრცელებს.

ექსპორტის აკრძალვის მიზეზად სახელდება ადგილობრივი ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნება. აკრძალვა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იქნება ძალაში.

31 აგვისტოს შემდეგ, ანუ შემოდგომით, რუსეთში მარცვლეულის მოსავალი მოდის, რა დროსაც პროდუქციის ჭარბი რაოდენობაა და ფასები, როგორც წესი, მცირდება.

აკრძალვის პერიოდში, იმ დროს, როდესაც პროდუქცია ექსპორტზე არ გავა და ამ გზით რუსეთის შიდა ბაზარზე ჭარბი რაოდენობით იქნება პროდუქცია, რამაც შესაძლოა ნაკლებად გაზარდოს ადგილობრივი ფასები, სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

ევრაზიული კავშირი რუსეთის მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან  რუსეთის მოკავშირე ან გავლენის ქვეშ მყოფის სახელმწიფოები, რომელთა გაცხადებული პოზიციის თანახმად, ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს.