დღეს, 10 მარტს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებას გამართავენ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, დმიტრო კულება უკვე ანტალიაში იმყოფება. მისი თქმით, კულება მოლაპარაკებებს გამართავს ანტალიაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ.
Reuters-ის ცნობით, ანტალიაში უკვე ჩავიდა სერგეი ლავროვიც.
ვინაიდან შეხვედრის ინიციატორი თურქეთია და უკრაინისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ანტალიაში თურქი კოლეგის მიწვევით იმყოფებიან, მოლაპარაკებებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ეს არის უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.
გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება „ბელინგქეთის“ (bellingcat) აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუ რას მოითხოვს რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარისგან:
გროზევი წყაროდ ასახელებს „ორ პირს, რომელიც ახლოს არის რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესთან, მათ შორის- არაფორმალურ მოლაპარაკებებთან“.
მისი ცნობითვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ პირობების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.
„როიტერსთან“ ინტერვიუში კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის მხარემ იცის მოთხოვნები“ და მედიასთან საუბარში 2 მოთხოვნა ახსენა:
„ეს არის და ეს. [დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნები და ომი] მაშინვე შეწყდება“, – განაცხადა პესკოვმა.