აპრილის ბოლოდან ტელეკომპანია ,,მაესტრო” მაყურებელს მაუწყებლობის ახალ ფორმატს შესთავაზებს. არხის ე.წ. ,,პრაიმ ტაიმსს” საინფორმაციო გადაცემები და თოქ-შოუები დაიკავებენ. ასევე იგეგმება ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელიც მაესტროს საქმიანობას დაარეგულირებს. ხელმძღვანელების განცხადებით, არხი “CNN  Local”-ის მსგავსი იქნება.

 უკვე თვე ნახევარია ტელეკომპანია მაესტროს ეთერში რეოერგანიზაციის მანიშნებელი აბრა გაჩნდა. ,,არხის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი აპრილის ბოლოს დასრულდება”,_ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროსი კიწმარიშვილმა, მამუკა ღლონტმა და კახა ბექაურმა ისაუბრეს.  

არხის მართვის უფლება მამუკა ღლონტმა ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას გადაეცა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას კი კიწმარიშვილის მეგობარი და თანამოაზრე კახა ბექაური დაიკავებს.

,,კახა არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მას აქვს ყველა საშუალება ჩამოაყალიბოს საუკეთესო ტელეკომპანია”_განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

ტელეკომპანია ,,მაესტრო’’ 24 საათიანი საინფორმაციო მაუწყებლობა ექნება. აპრილის ბოლოდან არხის ე.წ. ,,პრაიმ ტაიმს” საინფორმაციო გამოშვებები და ტოქ-შოუები დაიკავებენ. 

,,ტელეკომპანიაში მიმდინარეობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების ტრეინინგი. მოგეხსენებათ, მაესტრო ,,უკომენტაროს” სახით გადიოდა ეთერში, ამიტომ ახლა მაესტროში სასწავლო პროცესია ყველა მიმართულებით, იქნება ეს მეტყველება, ოპერატორული ხელოვნება თუ მონტაჟი”_აცხადებს კახა ბექაური.

ასევე მისი განმარტებით, ჩამოყალიბდება ტელეკომპანია ,,მაესტროსთან” არსებული სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს ფუნქციები იქნება:

  1. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ჟურნალისტური ეთიკის კოდექსების მსგავსი ვარიანტების დანერგვა;
  2. მაესტროს სტრუქტურის ჩამოყალიბების პრიოცესში მონაწილეობის მიღება. ,,მაესტროს’’ თანამშრომლების უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  3. მაესტროს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი საბჭოს შემადგენლობა. ბექაურის განცხადებით, პირველ ეტაპზე საბჭოს თავჯდომარეს აირჩევენ. სავარაუდო კანდიდატრურებს კი მასთან ერთად დაასახელებენ. უცნობია ასევე საბჭოს თავჯდომარის სავარაუდო კანდიდატურის ვინაობა.

,,ჩვენი სურვილია, რომ საბჭოს წევრები ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ”_განმარტა არხის გენერალურმა დირექტორმა.

ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, არხი აქამდე გრანტებითა და მისი პირადი სახსრებით ფინანსდებოდა, თუმცა ამიერიდან ,,მაესტროს’’ დაფინანსების ძირითადი წყარო გრანტები და სარეკლამო შემოსავალი იქნება.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ რეკლამის დამკვეთებს, იქნებიან ეს პოლიტიკური პარტიები თუ სხვები, არ ექნებათ ტელეკომპანიასთან პირდაპირი კავშირი. მაესტრო სარეკლამო კომპანიასთან ითანამშრომლებს. მათ შორის კი მხოლოდ ფინანსური ვალდებულებები იქნება.

კახა ბექაურს მედიაში სიტყვის თავისუფლების მრავალწლიანი ტრადიციის ქვეყნები მოყავს მაგალითად და ამბობს:

,,მთავარი ამ ქვეყნებში არის ის, რომ რეკლამის დამკვეთი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში რეკლამას ათავსებს ,ან ასპონსორებს ახალ ამბებს, ის არ ყიდულობს ამ გადაცემას და არ აქვს შინაარსზე კონტროლის უფლება. ეს პრინციპი იქნება აქაც”. 

პრესკონფერენციაზე მაესტროს ხელმძღავანელებმა არხის დამოუკიდებლობაზეც ისაუბრეს. კიწმარიშვილი განმარტავს, რომ “მაესტროს” მიზნები მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნის განვითარებაა.

,,მართველი კომპანიის მფლობელობა არანაირად არ გულისხმობს მედიის კონტროლს. ჩვენ გვაქვს დაცვის რამდენიმე ვარიანტი შექმნილი, სწორედ იმიტომ, რომ ამგვარი სპეკულაცია გამოვრიცხოთ. ”_ამბობს კიწმარიშვილი.

ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის როლი, კიწმარიშვილის განცხადებით, არხის სტრატეგიის შექმნაა, რომელიც უკვე განხორციელდა. არხის ყოველდღიურ საქმიანობას უკვე კახა ბექაური დაარეგულირებს.

კახა ბექაური 2000 წლიდან მედიაში მოღვაწეობს.

მან მონაწილეობა მიიღო ,,პირველი არხის” ,,საზოგადოებრივ’’ მაუწყებლად გადაკეთების იდეის შექმნაში. იმ რეფორმებში, რომელიც პირველ არხზე 2000 წლიდან განხორციელდა.

2002-2003 წლებში კი იყო ტელეკომპანია ,,მზის” ხელმძღვანელი.

,,მაესტრო’’ განახლებული მაუწყებლობით ეთერში აპრილის ბოლოდან გავა, თუმცა არხის რეორგანიზაცია ზაფხულის ბოლომდე გასტანს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *