ახალი ამბები

პუტინის 4 შეცდომა უკრაინაში – CIA

8 მარტი, 2022 • 9302
პუტინის 4 შეცდომა უკრაინაში – CIA

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბილ ბარნსი აცხადებს, რომ პუტინმა ომი იმ დაშვებით დაიწყო, რომ „ხელსაყრელი შედეგის“ მიღწევა შეეძლო, თუმცა ყველა დაშვების დროს შეცდა.

მისი განცხადებით, პუტინს ოთხი ასეთი დაშვების სწამდა, მათ შორის:

  • უკრაინა იყო სუსტი და ადვილად დასამორჩილებელი;
  • ევროპელები, განსაკუთრებით ფრანგები და გერმანელები, არ იქნებოდნენ ყურადღებით და ვერ წავიდოდნენ რისკზე;
  • რუსეთს ჰქონდა სანქციებისადმი მედეგი ეკონომიკა და ჰქონდა დიდი უცხოური რეზერვები;
  • რუსეთს ჰყავდა მოდერნიზებული არმია და შეეძლო სწრაფად, მინიმალური დანაკარგებით მოეპოვებინა გამარჯვება.

ბარნსის განცხადებით, წინ „მახინჯი კვირები გველის“, უკრაინელები კი ეფექტურად აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი