ახალი ამბები

უკრაინის თანახმად, რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავს

8 მარტი, 2022 •
უკრაინის თანახმად, რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავს

უკრაინის თანახმად, რუსეთი იმ ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავს, რომლებიც მოსახლეობის ევაკუაციისთვის შეიქმნა.

უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა დაბომბა ჰუმანიტარულუ კორიდორი მარიუპოლში, საიდანაც მოსახლეობა ზაპოროჟიის მიმართულობით ცდილობს გადაადგილებას.

ამავე ინფორმაციით, კორიდორი დაიბომბა სუმშიც, საიდანაც მოსახლეობა პოლტავაში გადაადგილებას ცდილობს.

ევაკუაციას ვერ ახერხებს კიევის განაპირა ქალაქის, ბუჩას მოსახლეობა, რომელიც ასევე თავდასხმის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი