უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი და ამ მხრივ “მცირე პოზიტიური ცვლილებებია”.

“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის საკითხში მცირე პოზიციტური ცვლილებებია… გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები ცეცხლის შეწყვეტის და უსაფრთხოების გარანტიების კუთხით… ამ დროისთვის არ არის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას”, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

მეორე რაუნდის მოლაპარაკებების შედეგების თანახმად, 5 მარტს ჰუმანიტარული დერეფნები უნდა მოწყობილიყო ორი ქალაქიდან — მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან — რათა სამოქალაქო პირებს იქაურობის დატოვების საშუალება მისცემოდათ, თუმცა პროცესი ვერ ჩაიშალა.

На сегодня результатов, которые существенно улучшают ситуацию, пока что нет

მარიუპოლი და ვოლნოვახა: როგორ ჩაიშალა ევაკუაცია და რას ამბობს პუტინი