რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი რეკორდულ გაუფასურებას კვლავ განაგრძობს.
ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება დაახლოებით 138 რუბლია.
ეს მონაცემები საბოლოო არ არის და რუბლი შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს ან გამყარდეს.
დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მათ შორის გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვები.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ერთ დღეში რეკორდულად გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 ერთეულით. ასევე დაწესდა 30-პროცენტიანი საკომისიო გადასახადი უცხოური ვალუტის შეძენაზე.
რუსეთი დატოვა ათობით უცხოურმა კომპანიამ.