“აჭარა ჯგუფის” სასტუმროსა და კაფეს შესასვლელთან განთავსებული ბანერი “რუსულო ხომალდო, იდი ნახუი” შეიცვლა წარწერით “დიდება უკრაინას”. ორგანიზაციის განმარტებით, ეს ცვლილება უკრაინის მხარდასაჭერად მათი კომუნიკაციის ნაწილია და ბანერზე წარწერები პერიოდულად შეიცვლება.
“ჩვენი ჯგუფი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ჩვენი პოზიციისა და მხარდაჭერის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა დანარჩენ ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებასან ერთად, რომელსაც ჩვენი ჯგუფი ახორციელებს. კომუნიკაცია მუდმივად შეიცვლება და გამოეხმაურება მიმდინარე მოვლენებს. შეგიძლიათ დაელოდოთ და კვირის განმავლობაში სხვა მესიჯებიც იქნება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენელმა, გიორგი კოპალეიშვილმა.
“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელ კითხვაზე, შეიცვლება თუ არა კონკრეტულად ეს ბანერი, “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენელმა დადებითი პასუხი გასცა. ასევე დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ბანერის ცვლილება სასტუმროსა და კაფის რუს მომხმარებლებს, კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს:
“ეს არის ჩვენი პოზიციის, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა”, – თქვა კოპალეიშვილმა.
გარეკანის ფოტო: ნინო დარასელი, თეკო აბაშიძე
