პენტატონის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ მობილიზებული სამხედრო ძალების 95% უკრაინის ტერიტორიაზეა. როგორც BBC წერს, პენტაგონისვე ინფორმაციით, ორი დღის წინ ეს მონაცემი 92%-ს შეადგენდა.
აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ განუცდიათ წინა დღესთან შედარებით. ამასთან, პენტაგონი აღნიშნავს, რომ 64 კილომეტრიანი კოლონა კიევის სიახლოვეს გაუნძრევლად დგას, რაც შესაძლოა საწვავის გამოლევით აიხსნებოდეს.
როგორც CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრნობით წერს, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსებმა 600-მდე რაკეტა ისროლეს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს ალყაში მოაქციოს კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი, თუმცა უკრაინელების ძლიერი წინააღმდეგობა რუსული ჯარების პროგრესს აფერხებს.