ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს „მწვანე შუქი“ აქვთ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის პოლონეთის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემას განიხილავდნენ იმ დათქმით, რომ ვაშინგტონი ვარშავას დანაკლისს ახალი, ამერიკული თვითმფრინავებით აუნაზღაურებდა.
CBS News-ს თეთრ სახლში განუცხადებს, რომ ამერიკა პოლონეთს მიაწვდიდა ახალ თვითმფრინავებს, თუ იგი უკრაინისთვის საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტდა, თუმცა ჯერ კიდევ გადასაჭრელია თვითმფრინავების ტრანსპორტირების საკითხი.
უკრაინა დასავლეთისგან ცის ჩაკეტვას, ან საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ითხოვს.
უკრაინელი პილოტები აქამდე მხოლოდ საბჭოთა თვითმფრინავებს მართავდნენ, ამიტომ, ომის პირობებიდან გამომდინარე, დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა უშედეგო იქნება, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, დროის მცირე მონაკვეთში უცხო თვითმფრინავების სამართავად პილოტთა გადამზადება.