ახალი ამბები

სეს-ის თანახმად, ექსპორზე რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან დაიწყო

6 მარტი, 2022 •
სეს-ის თანახმად, ექსპორზე რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთან, „რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“.

სააგენტოს თანახმად, ისინი ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, არაერთ ქვეყანასთან ახორიცელებენ მოლაპარაკებებს ცხოველური პროდუქტების ექსპორტის შესახებ.

მანამდე, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურმა (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი