ახალი ამბები

რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა ჩვენი მორალური ვალდებულებაა – ბენეტი

6 მარტი, 2022 •
რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა ჩვენი მორალური ვალდებულებაა – ბენეტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამის მცირე შანსი არსებობდეს, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა მისი ქვეყნის მორალური ვალდებულებაა.

ისრაელის პრემიერი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც კრემლში 3-საათიანი შეხვედრა ჰქონდა. მოგვიანებით იგი ბერლინსაც ეწვია.

ბენეტი ასევე ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

ისრაელი მოსკოვსა და კიევს შორის დაბალანსებულ პოლიტიკას არჩევს.

უკრაინა და რუსეთი ასი ათასობით ისრაელელის სამშობლოა.

ომი უკრაინაში მე-11 დღეა მიმდინარეობს. მხარეებს შორის გაიმართა მოლაპარაკებათა ორი რაუნდი, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი