ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან ელენე ხოშტარია დააკავეს

6 მარტი, 2022 •
მთავრობის ადმინისტრაციასთან ელენე ხოშტარია დააკავეს

კანცელარიასთან საპროტესტო პერფორმანსის დროს მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და ამავე მოძრაობის ორი აქტივისტი დააკავეს.

ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსული სასურსათო პროდუქტი მიიტანა და პროტესტის ნიშნად, კეტჩუპი დაღვარა.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ვზრუნავდეთ იმაზე, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა, იმიტომ რომ ეს არის ბოროტების საყრდენი – აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფროტი შეუქმნან მას. და თურმე, საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ სახელმწიფოს მთავრობის წევრები,“ – თქვა ხოშტარიამ და დაამატა „მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები“.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი